ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს – “უოტფორდი” “ქუინზ პარკთან” დამარცხდა

ჩემპიონშიფის მეორმოცე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ქუინზ პარკთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდში გიორგი ჩაკვეტაძემ 73-ე წუთამდე ითამაშა, საბა გოგლიჩიძემ კი 85-ე წუთამდე და ყვითელი ბარათი მიიღო.
ქართველების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს
ჩაკვეტაძე – Whoscored 6.2, Sofascore 6.6, Flashscore 6.2.
გოგლიჩიძე – Whoscored 6.3, Sofascore 6.5, Flashscore 5.7.
„უოტფორდი“ 56 ქულით მეცხრე ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 8 ქულით ჩამორჩება და 6 აპრილს „ჩარლტონს“ უმასპინძლებს.
ლონდონი. „ლოფტუს როუდი“
ქუინზ პარკი – უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 კოლი (26), 2:0 სმიტი (63), 2:1 ლუზა (85)