ჩაკვეტაძე “ბრისტოლთან” არ ითამაშებს – მიზეზი ცნობილია

10 იანვარს, „ბრისტოლთან“ ინგლისის თასის 1/32-ფინალურ გასვლით დაპირისპირებაში „უოტფორდის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მონაწილეობას არ მიიღებს.
„უოტფორდმა“ ჩემპიონშიფში ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა, ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია (5 მოგება და 2 ფრე), 41 ქულით მეექვსე ადგილზეა, თან 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და გუნდის მწვრთნელმა ხავი გრასიამ ძირითადი აქცენტი პრემიერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლაზე გააკეთა.
ამიტომ გრასია ხვალ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს, მათ შორის ჩაკვეტაძეს დაასვენებს და თავის გამოჩენის შესაძლებლობას იმათ მისცემს, რომელთაც ასპარეზობა იშვიათად უწევთ. ადრე გრასიამ თქვა, რომ ქართველს ტრავმის გამო რვა თვე გაუცდა, 12 დღეში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მასზე უნდა იზრუნოს, ამჯერად კი განაცხადა, რომ „ჩაკვეს“ არაფერი აწუხებს, უნდა დაასვენოს და როდესაც დასჭირდება, დასახმარებლად მზად იქნება.
17 იანვარს, ჩემპიონატის ოცდამეშვიდე ტურში „უოტფორდი“ „მილუოლს“ უმასპინძლებს და სავარაუდოდ, გიორგი ითამაშებს.
მენტალური მონსტრი ხვიჩა და ის, რაც დიდ მატჩებს აკლია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “მარსელთან” მატჩში?
[VIDEO] პსჟ-მ დრამატულ სუპერთასზე “მარსელს” მოუგო – კვარაცხელიამ პარიზულ გუნდში მეექვსე ტიტული მოიპოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კოხტა საგოლე პასი – “უოტფორდი” პრემიერლიგისკენ მიიწევს
ჩიქოვანი “უოტფორდში” დაბრუნდა და ჩაკვეტაძესთან ერთად ითამაშებს
ცნობილი გახდა ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზი
რატომ არ იყო ჩაკვეტაძე განაცხადში და რატომ გადაიდო მატჩი?
“ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ” – “უოტფორდის” მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე
ჩაკვეტაძის “უოტფორდს” ახალი მწვრთნელი ჰყავს
ჩაკვეტაძის თანაგუნდელის შეძენას “ჩელსი” შეეცდება
ხავი გრასია: ჩაკვეტაძის დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე – “უოტფორდის” მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ულამაზესი საგოლე პასი “ბირმინგემთან” – ქართველის პირველი საგოლე მოქმედება მიმდინარე სეზონში