ჩაკვეტაძემ ცოტა დაისვენა, ხვიჩას თამაში საეჭვოა, “მამარდასა” და “ქოჩორას” მიმართვა – ქართველების მნიშვნელოვანი მატჩები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ფიზიკურ-ემოციურად გადაღლილები არიან, მაგრამ კლუბებს დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დაუბრუნდნენ. ისინი კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში უნდა შევიდნენ, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის იდეალურად მოემზადონ. რთულია, პრევიუში თითოეულ მათგანზე დაწერო, მაგრამ მნიშვნელოვან მატჩებზე აუცილებლად გეტყვით, შედეგებს კი დაველოდოთ. ყველაზე ადრე დაწყება გიორგი ჩაკვეტაძესა და “უოტფორდს” მოუწიათ (პარასკევს, ჩვენი დროით 23:59 საათზე). “ნაპოლის” მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გასაგებია, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ქართველი გულშემატკივრები ახლა უფრო მეტი ჩვენებურის დაპირისპირებას ელიან…
“ნაპოლი” ევროპული ზონისთვის…
იტალიის მოქმედი ჩემპიონის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა რთულად მოჩანს, ექვსეულში შესვლა
უკვე ამ ტურის შემდეგ შეუძლიათ, თუკი “ატალანტას” შინ აჯობებენ – შაბათს, 30 მარტს, თბილისის დროით 15:30 საათზე.
(10 გოლი, 4 “ასისტი”) შეხვედრას ბოლომდე მზად არ ხვდება და ნაკლებად გვგონია, მწვრთნელმა კალცონამ მისი თამაშით გარისკოს. თავის მხრივ, მოწინააღმდეგეთა რიგებში დე კეტელაარია ტრავმირებული.
ეს გუნდები ერთმანეთს 25 ნოემბერს ბერგამოში, მაცარის ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ შეხვდნენ და სტუმრებმა კვარაცხელიას მიერ თავით გატანილი გოლის წყალობით (2:1) მოიგეს. ხვიჩამ გასპერინის გუნდის კარი გასულ სეზონშიც აიღო. შეხვედრას პაირეტო განსჯის.
სერია “ა”-ს 30-ე ტურში გასავარდნ ზონაში მყოფი გიორგი კვერნაძის “ფროზინონე” “ჯენოას” შაბათს, 18:00 საათზე ესტუმრება. ამავე დროს საბა საზონოვის “ტორინო” “მონცას” დაუხვდება.
როგორც “ვალენსიამ”, ასევე “ლევანტემ” გუნდში დაბრუნებულ ქართველ ლეგიონერებს ვიდეომიმართვა ჩააწერინა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ფეხბურთელების კლუბები ყველგან განსაკუთრებით გვილოცავენ…
გიორგი მამარდაშვილმა თქვა, რომ ის ახლა მთლიანად შაბათის მატჩზე გადაერთვება, როცა ჩვენი დროით 21:30 საათზე “ვალენსია” “მალიორკას” უმასპინძლებს, რომელთანაც თამაში მუდმივად უჭირს. “მამარდას” კადრები, რომლებიც საბერძნეთთან მატჩის შემდეგაა გადაღებული, მართლაც ისტორიულია…
რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, მის “ლევანტეს” ჯერ კიდევ აქვს შანსი, ექვსეულში მოხვდეს და “ლა ლიგაში” გადასასვლელად იბრძოლოს. ამისთვის “ვალიადოლიდის” სტუმრად დამარცხება, რომელიც მათ 4 ქულით აღემატება, უმნიშვნელოვანესი იქნება – შაბათს ეს დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ქართველი ნახევარმცველის გუნდს, რომელმაც გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა, უახლოეს მოწინააღმდეგესთან ბოლო 7 მატჩია, არ წაუგია.
გიორგი მიქაუტაძის “მეცი” გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში ქართველი ფორვარდი “მონაკოს” კარის აღებას საკუთარ “სენტ-სიმფორიენზე” ეცდება. შეგახსენებთ, “ჟორჟს” 5 გოლი და 3 შედეგიანი პასი აქვს. ეს შეხვედრა შაბათს, 20:00 საათზე დაიწყება.
ბუდუ ზივზივაძის “კარლსრუე” იმ სამეულს, რომელიც ბუნდესლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის (მესამე ადგილი პლეი-ოფს თამაშობს) ახლა 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ბოლომდე იბრძოლებენ. კვირას, 31 მარტს, 15:30 საათზე (ჩვენი დროით) ბუდუ და მისი თანაგუნდელები ისტორიულ კლუბს, გელზერკირხენის “შალკეს” ესტუმრებიან. გერმანიის რანგით მეორე ლიგაში მაყურებელთა საშუალო დასწრებაც შესანიშნავია და აქ არაერთი სახელოვანი გუნდიც გამოდის…
საკუთარ ჩემპიონატში პირველობის შანსი ქართველების 2 კლუბს აქვს. კვირას, 31 მარტს, 19:00 საათზე, ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” “ზალცბურგს” უმასპინძლებს, რომელსაც 2 ქულით ჩამორჩება და თუკი არ დამარცხდება, ავსტრიაში პირველობის შანსს მნიშვნელოვნად შეინარჩუნებს.
რაც შეეხება კვიპროსს, აქ ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას “აპოელი” ლიდერობს და კვირას, 31 მარტს, 18 საათზე, უშუალო კონკურენტს, ლარნაკას “აეკს” ესტუმრებიან.
წარმატებები ქართველ ლეგიონერებს!..