ჩემპიონშიპის 27-ე ტურში “ქუინს პარკ რეინჯერსმა” “უოტფორდს” უმასპინძლა 1:2 დამარცხდა.
“უოტფორდის” რიგებში გიორგი ჩაკვეტაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ქართველმა ნახევარმცველმა თამაშის გამწვავება რამდენჯერმე მოახერხა, თუმცა მეტოქის კარის წინ მისი გადაცემებით თანაგუნდელებმა ვერ ისარგებლეს.
პირველ ტაიმში შეხვედრაში მომენტი ფაქტობრივად არ შექმნილა. მეორე ნახევარში “ირმები” გააქტიურდნენ და მე-60 წუთზე ჯეკ ლივერმორმა ულამაზესი შორეული დარტყმით სტუმრები დააწინაურა, გატანილი გოლიდან 4 წუთში კი ინგლისელმა ნახევარმცველმა კვლავ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტმით დუბლი შეასრულა.
77-ე წუთზე “ქუინს პარკის” ფორვარდმა ლინდონ დაიკსმა “უოტფორდის” მცველების შეცდომით ისარგებლა და
სხვაობა შეამცირა. დარჩენილ დროში მასპინძლებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.
ამრიგად, “ირმები” ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში 39 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ, ვალერიენ ისმაილის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 20 იანვარს, “ბრისტოლ სიტის” წინააღმდეგ გამართავს.
ლივერმორმა,ორჯერ დაარტყა,საჯარიმოს გარედან და ორივე გაიტანა.ჩაკვე მთელი მატჩი საკმაოდ აქტიური იყო და დაღლა თითქმის არ შესტყობია,მხოლოდ სიზუსტე მოაკლდა,მის პასებს.სასწაულად სუსტი დაცვა ჰყავს,უოტფორდს.პოზიციურ თამაშში,ძალიან უხეშ შეცდომებს უშვებენ და კარის წინ,სრული ქაოსია.მეკარეს ყოჩაღ,თორემ ამ თამაშსაც წააგებდნენ.