ჩაკვეტაძემ “უოტფორდის” პირველ მატჩში ვერ ითამაშა

„უოტფორდის“ ნახევარმცველს გიორგი ჩაკვეტაძეს გასული სეზონის ბოლოს მიღებული ფეხის თითის ტრავმა ისევ აწუხებს და ჯერ თამაში არ შეუძლია.
„ბორემ ვუდთან“ მოგებულ ამხანაგურ მატჩში (2:0) ჩაკვეტაძეს მონაწილეობა არ მიუღია. გუნდის მწვრთნელმა პაულო პეცოლანომ განაცხადა, რომ ის და კვადვო ბაა აღდგენით პროცესს გადიან. გიორგი საწვრთნელ პროცესში მონაწილეობს და ალბათ, მალე ჩადგება მწყობრში.
„უოტფორდი“ კიდევ 3 სპარინგს ჩაატარებს, 9 აგვისტოს კი ჩემპიონშიფის პირველ ტურში სტუმრად „ჩარლტონს“ დაუპირისპირდება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა “უოტფორდი” მხოლოდ განსაკუთრებული შეთავაზების შემთხვევაში გაასხვისებს.
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან – ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის – “უოტფორდმა” ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
ჩაკვეტაძის გარეშე – “უოტფორდი” “ვესტ ბრომვიჩთან” დამარცხდა
“უოტფორდმა” ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
“ჩაკვეტაძის გაყიდვა არ განიხილება, მაგრამ…” – პოცოებმა “უდინეზე” გაასხვისეს და მთლიანად “უოტფორდზე” გადაერთვნენ
ერთი ქართველი წავიდა, მეორე მიდის – ჩაკვეტაძის დამატება “ვალენსიას” სურს