ჩაკვეტაძემ სეზონი შესანიშნავი გოლით, “უოტფორდმა” კი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

ჩემპიონშიფის პირველ ტურში “უოტფორდმა” გასვლაზე “მილუოლი” 3:2 დაამარცხა.
სტუმრები პირველ ტაიმში პირდაპირ კუთხურიდან ედო კაიემბემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი მასპინძელთა კარი საჯარიმოდან გიორგი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. მერე „მილუოლის“ თავდამსხმელმა დუნკან უიტმორმა დუბლი შეასრულა და თითქოს დაპირისპირება ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მილეტა რაიოვიჩმა 90-ე წუთზე გამარჯვება „უოტფორდს“ მოუპოვა. ჩაკვეტაძე 90+4-ე წუთზე შეცვალეს.
შემდეგ შეხვედრას “უოტფორდი” 13 აგვისტოს სახლში თასზე მეორე ლიგის “მკ დონსთან” ჩაატარებს, ხოლო 17 აგვისტოს ჩემპიონატის მეორე ტურში „სტოკს“ უმასპინძლებს.
მილუოლი – უოტფორდი 2:3
გოლები: 0:1 კაიემბე (22),
0:2 ჩაკვეტაძე (55), 1:2 უიტმორი (74), 2:2 უიტმორი (88), 2:3 რაიოვიჩი (90)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში