ჩაკვეტაძემ ისევ ყვითელი ბარათი მიიღო – “უოტფორდი” თასიდან გამოვარდა

ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის გადათამაშების მატჩში „უოტფორდი“ გასვლაზე „საუთჰემპტონთან“ 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
პირველი შეხვედრა „ვიკარიჯ როუდზე“ 1:1 დასრულდა, დღეს კი მასპინძლები უკეთ გაისარჯნენ, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და შემდეგ ეტაპზე “ენფილდზე” “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, პირველ ტაიმში ორი სახიფათო მომენტი შექმნა, ზედიზედ მეორე მატჩში მიიღო ყვითელი ბარათი (მეტოქის საჯარიმოში წაიქცა და მსაჯმა ჩათვალა, რომ უსამართლოდ ითხოვდა პენალტს) და 54-ე წუთზე შეცვალეს.
შემდეგ შეხვედრას „უოტფორდი“ 10 თებერვალს ჩემპიონშიფში საკუთარ მოედანზე „ლესტერთან“ გამართავს.
საუთჰემპტონი – უოტფორდი 3:0
გოლები: 1:0 მარა (52), 2:0 მარა (58), 3:0 ადამსი (76)