“ჩაკეტილი “ზალიდან” “თავზე სტენკა” დადგმული გვმოძღვრავს. რა უფლება აქვს გვიკარნახოს, რა ვაკეთოთ?” – ანა წითლიძე

მას შემდეგ რაც ბიძინამ გამოაგდო და განქოცდა, შემდეგ კი ყოვლისმცოდნე ექსპერტად მოგვევლინა- ნანახი გყავთ სადმე, აქციაზე ხუხაშვილი? იქნებ მე არ მინახავს და თქვენ გინახავთ, თვალებს რომ გვთხრიდნენ, გვლეწავდნენ, გვირტყამდნენ. ან იქნებ, ამ ბოლო აქციებზე იყო? სპეცრაზმი რომ გვარბევს ხოლმე, მაშინ სად არის? კაცი რომელიც ჩაკეტილი “ზალიდან” “თავზე სტენკა” დადგმული გვმოძღვრავს. რა უფლება აქვს გვიკარნახოს, რა ვაკეთოთ იმ ადამიანებს რომლებიც მის ჩასვრილს (რუსების მოყვანას 2012-ში) გამოსწორებას ვცდილობთ, საკუთარი თავისუფლების და სიცოცხლის ფასად?! გავიგეთ რომ მთელი მისი ცხოვრება პრ@@@ საფულეზე მიბმაა მაგრამ მისგან დარიგების მოსმენა ნამეტანია.