ჩაის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ანასეულის ბაზაზე თემატური ღონისძიება გაიმართა

ჩაის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ანასეულის ბაზაზე თემატური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, მოეწყო ქართული ჩაისა და ჩაის პროდუქციის გამოფენა, სადაც ადგილობრივმა მეჩაიეებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს. გაიმართა დისკუსია ჩაის სექტორში არსებული გამოწვევების, განვითარების პერსპექტივებისა და ქართული ჩაის პოპულარიზაციის მნიშვნელობის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე: საინტერესოა ხომ არ იქცნენ ისინი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მარიონეტებად და ხომ არ გამოიყენება კონკრეტული ადამიანის ისტორია პოლიტიკური მიზნებისთვის?

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?