“ჩავხსენით სიები და დღეს ყველა დეპუტატმა დავწერეთ განცხადება” – ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს მანდატების ჩახსნის მოთხოვნით წერილობით მიმართა – როგორც ადგილზე მყოფმა მ განაცხადა, საპარლამენტო უფლებამოსილების შეჩერება ივანიშვილის მიერ ხალხის ხმების მიტაცებაზე მკაფიო პასუხია.
“ეს არის ხალხის მიტაცებული ხმა. საქართველოში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ბიძინა ივანიშვილმა სპეცოპერაცია ჩაატარა. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ დავსხდეთ იმ პარლამენტში, სადაც არიან შულერები, მიმტაცებლები. მკაფიოა ჩვენი პოზიცია. ჩავხსენით სიები და დღეს ყველა, 14-ივე დეპუტატმა დავწერეთ განცხადება, ჩავაბარეთ და დაველოდებით რეაგირებას. მე მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ჩვენ ამ რუსულ მთავრობას გავისტუმრებთ. მაქვს რწმენა, რომ ახალია ჩატარდება და ნამდვილ ქართველ პატრიოტებთან ამ ქვეყანას დავაბრუნებთ ევროპული მიმართულებით”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრებმა მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტში განაცხადი გუშინ, 27 ნოემბერს შეიტანეს.
რაც შეეხება “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას”, ისინი მანდატების გაუქმებაზე მსგავს განაცხადს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გააკეთებენ.
ხოლო, გიორგი გახარია კი აცხადებს, რომ არავისი საქმე არაა, რა ფორმით არ აძლებს პარლამენტს ლეგიტიმაციას და რომ მთავარია, ამ პარლამენტს მისი და მისი გუნდის ლეგიტიმაცია არ აქვს.