“ჩავიბარებ თუ არა “ნაპოლის”? ეს მხოლოდ დროის ამბავია” – კანავარო

ვეტერანმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ერთ დღეს “ნაპოლის” აუცილებლად ჩაიბარებს.
“ჩავიბარებ თუ არა “ნაპოლის”? ეს მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა “პარტენოპეიდან” ჯერ არავინ დამკავშირებია”, – განაცხადა კანავარომ.
შეგახსენებთ, კანავარო ბოლოს “ბენევენტოს” წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი ჩინეთის ნაკრებს, “გუანგჟოუს”, “ალ ნასრსა” და “ალ აჰლის” თავკაცობდა.