“ჩავიბარებ თუ არა “ბარსელონას”? – რა განაცხადა მიკელ არტეტამ

“ეს ინფორმაცია სიყალბეა. ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ადგილი უსაფუძვლო ბრალდებებს აქვს. როდესაც ჟურნალისტი ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, სიფრთხილეა საჭირო. “არსენალში” თავს შესანიშნავად ვგრძნობ და წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ხელმძღვანელობასთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და აქ ყოველი წამით ვტკბები”, – განაცხადა არტეტამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” ამჟამინდელმა თავკაცმა
ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ “ბლაუგრანას” დატოვებს.