ჩავარდა „ნაცმაიდანი“ – კობახიძე საპროტესტო აქციებზე

ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ ამ წინადადებას საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმაიდანის“ გეგმა ჩავარდა და ახლა მზად არის, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ისევ აქვს პროტესტის გრძნობა.
„ჩავარდა „ნაცმაიდანი” და ამ ფონზე, მე მინდა კიდევ ერთხელ შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პროტესტის განცდა, შევხვდეთ ნებისმიერ ფორმატში. მე პირადად, მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს შევხვდე ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება საჯარო დისკუსია თუ არასაჯარო დისკუსია, ვთავაზობ ყველას ასეთი დისკუსიის გამართვას ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის, იმ თემაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ ამ წინადადებას საჯარო თუ არა საჯარო დისკუსიის თაობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.