ჩავარდა დოპინგზე და ახლა მეგობარმა გოგონამაც მიატოვა – მუდრიკი რუსმა მოდელმა “იუვენტუსის” ფეხბურთელში გაცვალა

“ჩელსისა” და უკრაინის ნაკრების შემტევ მიხაილო მუდრიკს სპორტულთან ერთად საქმე კარგად არც პირად ცხოვრებაში არ მისდის.
მოგეხსენებათ, ფეხბურთელი დოპინგზე ჩავარდა და ახლა მას დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და თუ პასუხი დადებითი კიდევ ერთხელ იქნება, მუდრიკს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი ახლა მეგობარმა გოგონა რუსმა მოდელმა ვიოლეტა გრაჩევამაც მიატოვა და გოგონას ურთიერთობა ახლა “იუვენტუსის” წევრ უინსტონ მაკენისთან აქვს.
მუდრიკი და გრაჩევა საჯაროდ არასდროს გამოჩენილან, მაგრამ მათი რომანის შესახებ პრესაში დიდი ხანია იწერება და თანაც, ლონდონური გუნდის წევრი ვიოლეტას სოციალურ ქსელში
სასიყვარულო კომენტარებს ხშირად უტოვებდა.
ახლა გრაჩევა, ფეხბურთელის შვებულების პერიოდში, მაკენისთან ერთად ფრანგულ სათხილამურო კურორტ კურშეველში იმყოფებოდა, რის გამოც სწორედ მისი და ამერიკელი შემტევის რომანის ჭორებს დაედო საფუძველი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში