“ჩაბურული სუს-ის მანქანა იყო… მცემდნენ ჩემ სახლთან… ეს ნაგვები… ჩემ პატარა შვილებთან” – მუმლაძე თავდასხმის დეტალებზე

სამოქალაქო აქტივისტი , მთავარ არხთან, მასზე ცოტა ხნის წინ განხორციელებულ თავდასხმას იხსენებს და ამბობს:
მარნეულის რაიონ სოფელ წერეთელში, ჩემს სახლში. ჩემ სახლთან რამდენიმე, 30-40 მეტრში გააჩერა “ქამრმა”, ჩაბურული იყო სუს-ის მანქანა. მე მივხვდი, რომ ესენი იყვნენ აქ ჩემს სათვალთვალოდ. დავიწყე ვიდეო გადაღება, რა დროსაც გადმოხტა 4 ნიღბიანი, თავს დამესხა და დამიწყო უმოწყალოდ ცემა. საბედნიეროდ, ვერ მოახერხეს მძიმე დაზიანების მოყენება იმიტომ რომ მეზობლები გამოვარდნენ და გაიქცა ეს ხალხი, მაგრამ ეს ნაძირლები, ეს ნაგვები, როგორ ბედავენ, ჩემს პატარა შვილებთან ერთად. ყველა ქოცს მივმართავ, განსაკუთრებით აი ამ ჩემს რაიონელ და სოფლელებს, ყველას დედას გიტირებთ! როგორ უნდა ოჯახებში მისვლა და ბავშვების დაშინება, აი გაჩვენებთ თქვენ. თქვე ნაძირლებო და თქვე ჩმორებო, როგორ ბედავთ. ითვლის ბოლო დღე. ეგ ნა@@@არი ადამიანი. ნიღბებით დადიან. ეს არის შიშის დათესვის მცდელობა. ვის შეაშინებთ თქვენ. როგორც შეიძლება ნიღბიან… სიმართლე დადის ყოველთვის ღიად, ლაღად… ჩვენ ვართ მართლები, ეს ქვეყანა არის ჩვენი და ჩვენ გავიმარჯვებთ. ვერც ცემით, ვერც რავი, რომც მომკლან, მაინც გაიმარჯვებს ეს იდეა. ეს იდეა არის საქართველოს თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს ერთიანობა”

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”