შჩესნიმ “ბენფიკასთან” მატჩში რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბარსელონამ” სტუმრად “ბენფიკა” 1:0 დაამარცხა.
“ბლაუგრანა” 22-ე წუთზე 10 კაცით დარჩა, შესაბამისად, “ბარსას” პოლონელ კარის დარაჯს ვოიცეხ შჩესნის დიდი გარჯა მოუწია.
ვეტერანმა მეკარემ “ლურჯ-ბროწეულისფერები” გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა, მან 8 მოგერიება შეასრულა, აღნიშნულ ტურნირზე ასეთი რამ 2003/2004 წლების სეზონის შემდეგ “ბარსელონას” არცერთი მეკარისგან გვინახავს.
შეგახსენებთ, გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.