შშმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა (ვიდეო)

კლინიკაში მოთავსებული შშმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ანალიზების მიხედვით, მომატებულია ლეიკოციტები, ასევე, პაციენტს აქვს მაღალი სიცხე.

გიორგი დავითურის დედა, მაია ბარათაშვილი დახმარებას ითხოვს. მისი თქმით, სურს 18 წლის გიორგი დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცხოელი ექიმების აზრიც მოისმინოს, თუმცა კლინიკა ოჯახს ჯანმრთელობის ცნობას, ოფიციალურ დოკუმენტს არ აძლევს.

დღეის მდგომარეობით, გუშინდელთან შედარებით რაც გვქონდა, ლეიკოციტები მომატებულია ანალიზში, რაც განაპირობებს იმის შიშს, რომ გაუარესებულია ანალიზების მდგომარეობა. სიცხე ჰქონდა გუშინ, რაც არ გვქონდა აქამდე. ყოველდღე რაღაც ახალი გვაქვს. პირველი დღე იყო ინფექციის მაჩვენებელი წავიდა, მეორე დღე იყო სიცხე დაგვემატა, იმატებს ეს ლეიკოციტები ყოველდღიურად ზემოთ-ზემოთ მიდის. კარგისკენ ჯერ-ჯერობით არაფერი არ  გვიჩნას. 

აქედანაც მივმართავ საზოგადოებას, ყველამ იცის გიორგის მდგომარეობა და ძალიან ვთხოვ ყველას, იქნებ რაღაცნაირად მოვბილიზდეთ და მოვახერხოთ, რომ თანხები რაღაცნაირად მოვაგროვოთ. თვალის გახელის მეშინია, არ ვიცი რა მდგომარეობა დამხვდება. ამ მდგომარეობაში რომ არ ვიყო, რაღაც იმედის მომცემი იქნება არსებობდეს კიდევ ამიტომ მინდა, რომ გადავაგზავნოთ რომელიმე ქვეყანაში ბავშვის ანალიზები, მონაცემები, დიაგნოზი, რაც გვაქვს ხელში. ამიტომ ვითხოვ ამ კლინიკიდანაც, რომ სრული ინფორმაცია მქონდეს წერილობით, დიაგნოზი მქონდეს ბავშვის, რომ შევძლო სხვა ექიმებსაც ვაჩვენო და მათი აზრიც მოვისმინო. იქნებ არსებობს შანსი, რომ უკეთესი დღე გაგვითენდეს და ყოველდღიურად ერთი და იგივე მდგომარეობა არ იყოს, რომ რაღაცა ცუდი დაგვემატა კიდე,” – ამბობს მაია ბარათაშვილი. 

ცნობისთვის, დედის თქმით, 18 წლის გიორგი დავითურს კლინიკიდან კლინიკაში დაატარებდა, თუმცა სამმა საავადმყოფომ პაციენტის მიღებაზე უარი განუცხადა, საბოლოოდ შშმ პირი ჯეო ჰოსპიტალსმა დაიტოვა, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ამასობაში მთავარი, დრო დაიკარგა და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.