შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით ხანდაზმული კაცი დააკავეს

10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება ხანდაზმულ კაცს, რომელიც შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ს საქალაქო სასამართლოს დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართავს.
შემთხვევა 7 თებერვალს ქობულეთში მოხდა.
80 წლამდე კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტებით წარედგინა (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება).

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ოფისი – საქართველო დაკარგავს ევროკავშირის დახმარებას 121 მილიონი ევროს ოდენობით ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად – 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება