ფოთში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია შფოთის ინფორმაციით, ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციისთვის კიდევ 11 578 609 ლარია საჭირო.
ორგანიზაცია წერს, რომ 2023 წელს კომპანიას მეგავატ.ჯი თეატრმა 274,650 ლარი გადაუხადა “შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის”.
“ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში გადავიხადეთ 274 650 ლარი, ანგარიშის მიხედვით კიდევ 11 578 609 ლარი დაგვჭირდება თეატრის სარეაბილიტაციოდ.
ფოთელები უკვე 14 წელია ვაკეთებთ თეატრს და ჯამში 28 028 910 ლარი დაგვიჯდება”. – წერს შფოთი.
მათივე ცნობით, ფოთის თეატრი “საზეიმოდ 2014 წლის 31 მაისს ქართული ოცნების მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკა ბესელიამ გახსნეს. ერთ თვეში შენობაში წვიმის წყალი ჩავიდა, შემდეგ ლიფტი ჩავარდა, რამაც თანამშრომლის ჯანმრთელობაც კი დააზიანა, მოგვიანებით ჭერი ჩამოინგრა”.