“შუშა ჩამოვარდა და კონტროლიორს დაეცა” – რა ხდება თბილისში?

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მელიქ აზარიანცის სახლიდან შუშა ჩამოვარდა, რომელიც კონტროლიორს დაეცა. ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში არასმთავრობო ორგანიზაცია “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. დაზიანდა ავტომობილებიც.
http://