ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც 6 თვეა მაღარო გადაკეტილი აქვთ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, საკომპენსაციო თანხები აღებული აქვთ, – ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ხელმძღვანელობამ დაუდასტურა.
როგორც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში“ განმარტავენ, კომპანიას პროტესტის მონაწილეებზე და არა მხოლოდ მათზე, კომპენსაციები გაცემული აქვთ.
ამის დასტურად კომპანიამ BM.GE-ს მიაწოდა აქციის ორგანიზატორებთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებები და საბანკო ამონაწერები.
დოკუმენტებით ირკვევა თუ რა რაოდენობის კომპენსაციების აქვთ შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს აღებული: