შუქრუთელების აქციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლა

შუქრუთელები პირდაპირ ეთერში, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დებატებს ითხოვენ. მათი თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “მიკერძოებული” სიუჟეტი გააკეთა პარლამენტთან მიმდინარე პროტესტზე.
დღეს, 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტთან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის სოლიდარობის აქცია გაიმართა.
შუქრუთელების ნაწილის შიმშილობის აქცია საქართველოს საკანონმდებლო შენობის წინ ოცდამეხუთე დღეა გრძელდება. პროტესტმა 11 სექტემბერს თბილისში გადაინაცვლა.
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტი საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეთა თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.
ჭიათურის სამთო-მოპოვების მმართველი კომპანია “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანია“ აცხადებს, რომ გაცემული აქვს 12 მლნ ლარზე მეტი ოდენობის კომპენსაცია, რომ აქციის ორგანიზატორებს კომპენსაცია სრულად აქვთ აღებული.
შუქრუთელების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება დასახელებული თანხის ოდენობა, ზოგი ოჯახის მიერ მიღებული თანხა კი იყო ავანსი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე. ისინი ამბობენ, რომ კომპენსაციის საბოლოო ოდენობა დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ უნდა გამოანგარიშებულიყო, თუმცა კომპანია დასკვნას არ ასაჯაროებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?