შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
“სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დავა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ. ბრალდებული სადავო მიწის ნაკვეთის მისაკუთრებას ცდილობდა, რასაც მეზობელი არ თანხმდებოდა. წარმოშობილი უთანხმოების გამო 2023 წლის 3 სექტემბერს ბრალდებულმა ფერმიდან სანადირო თოფი გამოიტანა და ახალგაზრდა კაცს მოულოდნელად ესროლა, მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: მოსამართლე აჯანყდა არა იხვი რა. რატომ გამოუშვეს? ბიძინას უნდა ლეგიტიმაცია, აგერ უკვე აწერინებს ქოცებს რომ თურმე, სასამართლო სამართლიანი ყოფილა, აბა, აგერ, ახობაძე ხომ გამოუშვა?

აღსრულების ეროვნული ბიურო – „ლელომ“ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხადა, შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და „ლელოს“ ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა