შურისძიება და სისასტიკე – რატომ დააკავეს რეალურად ბექა პაპაშვილი და რაში სდებს ის ბრალს მემანიშვილს?

გოგა მემანიშვილის პირადი შურისძიება – ასე აფასებენ დაკავებულთა ადვოკატები გუშინ “ბაბილოსთან” განვითარებულ მოვლენებს. როგორც ლაშა ტყეშელაძე ამბობს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ბექა პაპაშვილს პოლიციის მაღალჩინოსანი რამდენიმე დღის წინ პირადად დაემუქრა დაჭერით და ეს დაპირება გუშინ ბელიაშვილის ქუჩაზე შეასრულა.
უფლებადამცველის თქმით, დაკავების მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.
მოვინახულე ორი ადამიანი. მაგალითად, ბექა პაპაშვილი განმარტავს, რომ პირადად მემანიშვილმა დააკავა და ანგარიშსწორება მოახდინა მასზე, რადგან წინა აქციებზე შეჰპირდა მას რომ დააკავებდა, როდესაც ის მასთან ახლოს იქნებოდა და სწორედ გუშინ აღმოჩნდა მემანიშვილი მასთან ახლოს და გამოიყენა ეს შესაძლებლობა და კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ბექა დგას თავისთვის, მემანიშვილი მივარდება და აკავებს. რაც შეეხება მაღრაძის ნაწილში, მაღრაძეც მემანიშვილმა დააკავა. კისერში მოუჭირა ხელი და ასე წაიყვანა მანქანამდე, რაც არის კანონდარღვევა”, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რესტორან “ბაბილოსთან”, სადაც მოსამართლეების წვეულება იმართებოდა, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. ადვოკატების თქმით, უმეტესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.
ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.
დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი – უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლება უნდა მოხდეს – უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიციალური პირების მოქმედებებს შედეგები უნდა მოჰყვეს