შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა – პრემიერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე

შუა დერეფნის პროექტის მნიშვნელობა, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარება, ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობა, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დინამიკა – ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ისაუბრა.
პანელურ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილს მთავარი შეკითხვა სწორედ ეკონომიკაზე დაუსვეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ეს კონკრეტულ ციფრებშიც ჩანს და ვაჭრობის მხრივ ურთიერთობები ღრმავდება. დისკუსიაში მონაწილეობის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტიც გაიხსენა და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროპელ ლიდერებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
პანელურ დისკუსიაში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, EBRD-ის პრეზიდენტი, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრი და სერბეთის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ. სერბეთის პრეზიდენტმა, სიტყვით გამოსვლის დროს, თქვა, რომ, ეკონომიკის განვითარების მხრივ, საქართველო წარმატების მაგალითია და აქცენტი მთავრობის მეთაურის როლზე გააკეთა.
პანელურ დისკუსიაზე მსჯელობის მთავარი და ერთადერთი საკითხი ეკონომიკა არ ყოფილა. მოდერატორმა მონაწილეებს შეკითხვა რეგიონში უსაფრთხოების გარემოზეც დაუსვა. ს განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებაზე საუბრის დროს, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს, თუმცა, მისივე თქმით, უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა შეძლეს. მთავრობის მეთაურმა რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის კონტექსტში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირველი წარმატებული მედიაციაც გაიხსენა.
დავოსში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კიდევ ერთ პანელურ დისკუსიას დაესწრო. “დიალოგი დიპლომატიაზე დასავლეთ ბალკანეთში” – სწორედ ამ შინაარსის იყო შეხვედრა, რომლის მონაწილეებსაც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების დაჩქარებულ ინტეგრაციაზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ახალი ქვეყნების გაწევრიანებით ევროკავშირი უფრო გაძლიერდება.
სხვადასხვა დისკუსიაში მონაწილეობის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრებს აგრძელებს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა კომპანია “ალშაია ჯგუფის” აღმასრულებელ თავმჯდომარესთან შედგა. კომპანია, რომლის შემოსავალიც 12 მილიარდს აჭარბებს, ევროპის გარდა, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ოპერირებს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს, პრემიერ-მინისტრმა კი მოჰამედ ალშაიას საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საჯარო და კერძო სექტორში განხორციელებული პროექტები, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა-სწორედ ეს თემები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრის დროს. EBRD-ის პრეზიდენტთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ EBRD მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, საქართველოში დაახლოებით 289 პროექტი ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიარდი ევროა.
EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა არაერთი საერთაშორისო ბიზნეს კომპანიის ხელმძღვანელს. გადაზიდვები, ენერგეტიკა, IT და ტურიზმის მიმართულება სწორედ ამ სფეროებში ურთიერთობების განვითარებაზე მსჯელობდნენ შეხვედრებზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გავლენიანი კომპანიების ხელმძღვანელებთან უკვე გამართა.
საერთაშორისო ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრები პრემიერ-მინისტრმა გუშინ დაიწყო. გუშინვე, მონაწილეობა მიიღო USAID-ის ადმინისტრატორის მიწვევით გამართულ პანელში. დისკუსია ტყვიის შემცველობის დონეს უკავშირდებოდა. სამანტა პაუერმა ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და გაწეული მუშაობისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
პანელური დისკუსია პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ შეაჯამა.
ოფიციალური ნაწილის გარდა, დავოსში შეკრებილი ლიდერები არაფორმალურ გარემოშიც მართავენ შეხვედრებს. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო არაფორმალურ ლანჩს, რომლის მასპინძელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ