შუა დერეფნის გამტრუნარიანობა დამოკიდებულია საქართველოს და მომიჯნავე ქვეყნებში ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაზრდაზე – TCRC

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტვირთწარმომქმნელ ქვეყნებში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გარდა დერეფნის ერთ – ერთ „ვიწრო ადგილს“, კასპიის ზღვის ყაზახეთის აკვატორიაში განთავსებული აქტაუს და კურიკის ნავსადურების ფსკერდაღრმავება წარმოადგენს.
„ყაზახეთის ნავსადგურების აკვატორიის ფსეკრდაღრმავება – გამტარუნარიანობას 30 % მდე გაზრდის“.
ამ თვალსაზრისით, გადაუდებლად აუცილებელია, ორივე ნავსადგურში, როგორც შემოსასვლელ არხში ასევე აკვატორიაში ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორცილება.
ამ მიმართულებით, კურიკის ნავსადგურში რეკორდულად მოკლე ვადაში ფსკერდაღრმავებითი სამუშაები განხორციელდა.
ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორციელების შედეგად, ნავსადგურის აკვატორიის და შემოსასვლელი არხის არსებული 5 მეტრამდე დაღრმავება, მნიშვნელოვნად გაიზარდა და სადღეისოდ 7 დან 8 მეტრის ფარგლებში მერყეობს, რაც საშუალებას იძლევა, მიღებული და დატვირთული იქნეს მაღალი წყალწყვის გემები, რითაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მათი ტვირთამწეობა.
ცნობისათვის, ფსკერდაღრმავების სამუშაოების განხორციელებამდე, 12 000 ტონა ტვირთამწეობის ტანკერით მხოლოდ 9 000 ტონის დაიტვირთვა იყო შესაძლებელი.
გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ სრულად დაუტვირთავი ტანკერებით განხორციელებული ნავთობის ლოგისტიკა ორჯერ ძვირია, რაც სანაოსნო კომპანიისთვის, დამატებით ხარჯებზე აისახებოდა.
ანალოგიური მდგომარეობაა მშრალი ტვირთების გადაზიდვისას, მაგალითისათვის, თუ საკონტეინერო გემს დაღმავებამდე 280 ერთეული კონტეინერის გადაზიდვა შეეძლო, სადღეისოდ 350 კონტეინერით დაიტვირთება.
კურიკის ნავსადგურის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 6 მლნ ტონას წარმოადგენს, მათ შორის 4.1 მლნ ტონას სარკინიგზო, ხოლო 1.9 მლნ ტონა საავტომობილო ტრანსპორტითაა შესაძლებელი.
სამუშაოები ოთხი თვის ვადაში კომპანია Jan De Nul Kazakhstan მა განახორციელა, რისთვისაც გამოიყენა სპეციალურად აღჭურვილი გემი Vesalius ი. ამოღებული გრუნტის მოცულობამ 990 მ 3 შეადგინა.
ფსკერდაღმავებითი სამუშაოები კურიკის ნავსადგურის განვითარების ერთიანიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენს, რამაც სახმელეთო ნაწილზე სატერმინალო სიმძლავრეების განსავითარებლად ყველანაირი წინაპირობა შექმნა.
ანალოგიური ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორცილება 2025 წელს აქტაუს ნავსადგურშიაც არის ნავარაუდევი.
დასკვნის სახით უნდა ავღნიშნოს, რომ შუა დერეფნის გამტრუნარიანობა, დამოკიდებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მომიჯნავე ქვეყნების არეალებში კონცენტრირებული ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების გაზრდაზე.
წყარო: transcor.ge