შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების გაზრდის რეზერვი არსებობს – TCRC

თვალშისაცემია, რომ 2024 წელს შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც უდაოდ დადებითი ტენდენციაა. ბუნებრივია, ყოველიმე ამან დერეფნის სახელმწიფოებს უბიძგა საკუთარ ნავსადგურებში განევითარებინად, საკონტეინერო ტერმინალები და სათანადოდ აღჭურვილი საკონტეინერო ფლოტი.
გარდა ამისა, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით ბლოკმატარებლების ინტენსიობის გასაზრდელად, საქართველომ, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა დააფუძნეს ერთობლივი ოპერატორი Middle Corridor Multimodal LLC, მოგვიანებით დაემატა ჩინეთის ოპერატორი China Railway Container Transport Corp. Ltd. (CRCT).
საკონტეინერო ბლოკმატარებლები ძირითადად, ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე განლაგებულ სიანის ტერმინალში ფორმირდება. 2024 წელს სიანის ტერმინალიდან შუა დერეფნით 358 ბლოკმატარებელია გაგზავნილი და 36 248 TEU გადაზიდული.
შთამბეჭდავი იქნება, თუ ამ ციფრებს წინა 2023 წლის მაჩვენებლებს შევადარებთ, კერძოდ, 2024 წელს 2023 წელთან მიმართებით შუა დერეფნით 32 ჯერ გაიზარდა ბლოკმატარებლების რაოდენობა.
იმისათვის, რომ ზუსტად შევაფასოდ შუა დერეფნით ბლოკმატარებლების ზრდის დინამიკა, აუცილებელია გავაანალიზოდ, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის საერთო მოცულობაში რა წილი უკავია შუა დერეფნით გატარებულ ბლოკმატარებლებს.
მარტივად რომ ავხსნათ, ბოლო წლებში წითელ ზღვაში მიმდინარე პროცესებმა, მნიშვნელოვნად შეცვალეს ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით ტვირთნაკადების მარშრუტები, პრაქტიკულად სადღეისოდ მიმდინარეობს საზღვაო გადაზიდვების სახმელეთოთი ჩანაცვლება.
სახმელეთო დერეფნებით ტვირთების დამკვიდრების მიზნით, ჩინეთში ექსპლუატაციაში შევიდა რამოდენიმე მსხვილი ტერმინალი – სიანში, ჩენდუში, ჩუნცინში, ჩენჩჟოუში და იუში. პრაქტიკულად ამ ტერმინალებში ხდება საკონტეინერო ბლოკმატარებლების ფორმირება და ევროპაში გაგზავნა ასევე იქიდან რევერსული ტვირთის მიღება.
ამ თვალსაზრისით, 2024 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით 19 392 ბლოკლმატარებელი ფიქსირდება. აქედან 10 546 (54%) გაიგზავნა ევროპაში, ხოლო 8 846 (46%) ევროპიდან ჩინეთში. აღნიშნული თანაფარდობა მიუთითითებს, ჩინეთიდან ევროპაში და უკუმიმართულებით საკონტეინერო ნაკადის დაბალანსებულ მდგომარეობაზე.
ჩინეთის რკინიგზის სტატისტისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სახმელეთო დერეფნებით 2 077 216 TEU გადაზიდული, ამ მოცულობიდან შუა დერეფნით მხოლოდ 36 248 TEU – უმნიშვნელო – 1.7 % ია გადაზიდული.
წარმოდგენილი დიაგრამის მიხედვით, თვალნათელია, თუ როგორ იზრდება, ბოლო ხუთ წელიწადში ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სახმელეთო დერეფნებით ბლოკმატარებლების რაოდენობა (იხ დიაგრამა).
მიუხედავათ იმისა, რომ 2024 წელს შუა დერეფნით საგრძნობლად 358 მდეა გაზრდილი ბლოკმატარებლების რაოდენობა, საერთო მოცულობაში – 19 392 ში, მისი თანაფარდობა უმნიშვნელოა და მხოლოდ 1.8 % ს შეადგენს. რაც ამბიციური შუა დერეფნისათვის არ წარმოადგენს მაღალ მაჩვენებელს, რაც, კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩინეთიდან ბლოკმატარებლების რაოდენობის გაზრდის რეზერვზე.
წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე, მიუხედვად იმისა, რომ 2024 წელს საგრძნობლად გაიზარდა ჩინეთიდან შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებელების რაოდენობა, საერთო მოცულობაში მისი წილი უმნიშვნელოა და შეადგენს მხოლოდ – 1.8 % ს. ბუნებრივია 2030 წლისათვის ამ მაჩვენებლის გაზრდა, თუნდაც 5 % მდე (წელიწადში 1000 ბლოკმატარებელი) უნდა წარმოადგენდეს დერეფნის მონაწილე მთავრობათა ერთობლივ ამოცანას.
წყარო: transcore.ge