Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო შუა დერეფანთან დაკავშირებული შესაძლებლობით სარგებლობას აგვიანებს.
მან რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დერეფნის გაზრდილ მნიშვნელობასა და შუა დერეფანთან მიმართებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე “საქმიან დილაში” ისაუბრა.
ჯემალ ინაიშვილის თქმით, ძირითადი პრობლემები ინფრასტრუქტურას უკავშირდება.
