„შუა დერეფანი“, საქართველოს გავლით – ყველაზე მოკლე და უსაფრთხო, აზია-ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური გზაა, რომლის ანალოგი დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს არ გააჩნია

„შუა დერეფანი“, საქართველოს გავლით – ყველაზე მოკლე და უსაფრთხო, აზია-ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური გზაა, რომლის ანალოგი დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს არ გააჩნია
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა საქართველოს განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნულს ეთანხმება და „შუა დერეფნის“ მაგალითი მოჰყავს.
„სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გეოპოლიტიკური წარმატების გზამკვლევია! დღევანდელი მოცემულობიდან: 1. ჩრდილოეთის გზა (ტრანს-ციმბირული) ს გამო გაჩერებულია; 2. სამხრეთის გზა ირანის გამო საფრთხეების მატარებელია; 3. საზღვაო რკალი (ინდოეთიდან ს მიმართულებით, წითელი ზღვის გავლით) ს რეგიონული კონფლიქტის გამო ფეთქებადსაშიშია.
რჩება ერთადერთი ალტერნატივა – „შუა დერეფანი“, საქართველოს გავლით – ყველაზე მოკლე და უსაფრთხო, აზია-ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური გზა, რომლის ანალოგი დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს არ გააჩნია. ყველა საშუალებას იყენებს საქართველო, რომ „შუა დერეფნის“ მთავარი ბენეფიციარი და მოსარგებლე გახდეს. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაბამისად – გეოპოლიტიკურ უპირატესობას! მთავარია მშვიდობის პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების გამტარი ხელისუფლება“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
Next: „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა სასაზღვრო კანონპროექტი დაბლოკეს. უკრაინისა და ისრაელის დახმარების მომავალი გაურკვეველია – გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი”

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ