„შუა დერეფანი“, საქართველოს გავლით – ყველაზე მოკლე და უსაფრთხო, აზია-ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური გზაა, რომლის ანალოგი დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს არ გააჩნია

„შუა დერეფანი“, საქართველოს გავლით – ყველაზე მოკლე და უსაფრთხო, აზია-ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური გზაა, რომლის ანალოგი დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს არ გააჩნია
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა საქართველოს განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხია. აღნიშნულს ეთანხმება და „შუა დერეფნის“ მაგალითი მოჰყავს.
„სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გეოპოლიტიკური წარმატების გზამკვლევია! დღევანდელი მოცემულობიდან: 1. ჩრდილოეთის გზა (ტრანს-ციმბირული) ს გამო გაჩერებულია; 2. სამხრეთის გზა ირანის გამო საფრთხეების მატარებელია; 3. საზღვაო რკალი (ინდოეთიდან ს მიმართულებით, წითელი ზღვის გავლით) ს რეგიონული კონფლიქტის გამო ფეთქებადსაშიშია.
რჩება ერთადერთი ალტერნატივა – „შუა დერეფანი“, საქართველოს გავლით – ყველაზე მოკლე და უსაფრთხო, აზია-ევროპის დამაკავშირებელი ეკონომიკური გზა, რომლის ანალოგი დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს არ გააჩნია. ყველა საშუალებას იყენებს საქართველო, რომ „შუა დერეფნის“ მთავარი ბენეფიციარი და მოსარგებლე გახდეს. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალ ეკონომიკურ მდგომარეობასა და შესაბამისად – გეოპოლიტიკურ უპირატესობას! მთავარია მშვიდობის პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების გამტარი ხელისუფლება“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
Next: „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა სასაზღვრო კანონპროექტი დაბლოკეს. უკრაინისა და ს დახმარების მომავალი გაურკვეველია – გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი”

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი