შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორხანაულთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორხანაულთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც შუახევის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ადგილობრივებს შემოვლითი გზით შეუძლიათ ისარგებლონ. უწყების ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„შუახევში, რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც, – ახალციხის შუახევის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი განვითარდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან ერთად, ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკაც.
გზის აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე, შესაძლებელია დაბაძველი-ოქროპილაურის მიმართულებით შემოვლითი გზით სარგებლობა”, – განაცხადეს მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა