“ურსა” – 60 ათასი ლარი, “კახაბერი და ხანუმები” – 29 500, ჯგუფი “გორდელა” – 16 ათასი ლარი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მომღერლების, რომლებმაც ბიუჯეტიდან ერთ კონცერტში ათობით ათასი ლარი აიღეს.
ირკვევა, რომ აჭარის მთავრობამ “შუამთობის” დღესასწაულზე მიწვეულ მომღერლებს რამდენიმე საათში თითქმის 140 ათასი ლარი გადაუხადა.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ მომღერლების შერჩევა გაუმჭვირვალე იყო და სცენაზე ჩანდნენ მხოლოდ ის არტისტები, ვინც ივანიშვილის გუნდს მხარდაჭრას საჯაროდ უცხადებენ ან მათი ნპოლიტიკის მიმართ ლოიალურები არიან.
ექსპერტების თქმით, ღონისძიებაზე არ ყოფილან ისეთები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეა და ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს აპროტესტებს.
ბესო დონაძის თქმით, შემსრულებლების შერჩევაც სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
გუშინ, აჭარის მთავრობამ “შუამთობის” დღესასწაულზე, მომღერლების ჰონორარებში 140 000 ლარი დახარჯა. მომღერლების შერჩევის ეტაპი არის გაუმჭვირვალე. ის, რომ რაღაც დღესასწაულზე, მთავრობა, მოღერალს ჰონორარს გადუხდის, გასაგებია, მაგრამ ის, რომ შერჩეული არტისტები, სამთავრობო მედიის სახეები და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები არიან ეს სხვა. “ქართული ოცნება” მისი პარტიული ინტერესებისთვის ირიბად იყენებს ამ მომღერლებს და მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს”- აცხადებს ბესო დონაძე.
კორუფციის კიდევ ერთი მკვლევარი, ქეთი ენუქიძე ყურადღებას ამახვილებს ბენდებსა და მომღერლებთან პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე.
მისი თქმით, გამარტივებული შესყიდვის გამოყენება ამ კონკრეტულ ქეისში აბსურდული მოვლენაა, რადგან გამარტივებულ შესყიდვას თავისი წესები აქვს.
ჩვენ ახლა რეალურად ვხედავთ, ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მუსიკოსების დასაჩუქრებას. მიწვეულ არტისტებს შორის ჩვენ ვერ ვხედავთ იმ პიროვნებებს, რომლებიც მაგალითად, აქციებზე დგანან და ქვეყბის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ”- აცხადებს ექსპერტი.
