შუამდგომლობებს, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგაა აღძრული, ძირითადად უკრაინელი, ბალტიისპირელი და რამდენიმე სხვადასხვა ეროვნების დეპუტატი აწერს ხელს – ოთხშაბათს გადაწყდება ჩვენს დელეგაციას არ დაუშვებენ PACE-ზე, ისე როგორც ეს გაუხარდება ჩვენი ქვეყნის მტერ ქართულ ოპოზიციას, თუ – პირიქით

შუამდგომლობებს, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგაა აღძრული, ძირითადად უკრაინელი, ბალტიისპირელი და რამდენიმე სხვადასხვა ეროვნების დეპუტატი აწერს ხელს – ოთხშაბათს გადაწყდება ჩვენს დელეგაციას არ დაუშვებენ PACE-ზე, ისე როგორც ეს გაუხარდება ჩვენი ქვეყნის მტერ ქართულ ოპოზიციას, თუ – პირიქით
ჩვენ ყველას ვეუბნებით, ვისაც დღემდე შევხვდით და დღეს კიდევ ხმამაღლა ვიტყვით და გავიმეორებთ ყოველთვის, რომ არანაირი ახალი საპარლამენტო ს ჩატარება არ იგეგმება, არავითარი ს გათავისუფლება არ იგეგმება და რომ ჩვენ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე, როგორც ვთანამშრომლობთ თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში და რომ არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას საქართველოს წინააღმდეგ ევროსაბჭოს მხრიდან, საქართველო და მისი დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით არ დაეთანხმება და არ შეეგუება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ არსებობს ორი შუამდგომლობა საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ხელმომწერები, ძირითადად უკრაინელი და ბალტიისპირელი დეპუტატები არიან. მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს განიხილავს, არის თუ არა ახალი მოწვევის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უფლებამოსილი.
„შუამდგომლობებს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ არის აღძრული, ძირითადად, უკრაინელი, ბალტიისპირელი, რამდენიმე პოლონელი, ფრანგი და სხვადასხვა ეროვნების დეპუტატი აწერს ხელს, ერთ შემთხვევაში 24, მეორე შემთხვევაში -28.
ვინაიდან საჭიროა მხოლოდ 30 ხმა და მეტი არა, გვაქვს მოლოდინი, რომ აღიძვრება საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყოს განხილვა თემისა: არის თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია უფლებამოსილი. არ ველოდებით იმას, რომ ამ საკითხის განხილვა არ მოხდება.
ამ საკითხის განხილვა დაიწყება იმიტომ, რომ ამხელა ასამბლეაში მხოლოდ 30 ხმაა ამისათვის საჭირო. ამიტომ, დღეს ეს საკითხი იქნება მთავარი, განიხილება ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ, ძირითადი ბრძოლა არგუმენტების გაიმართება ხვალ და ოთხშაბათს ველოდებით, რომ იქნება კენჭისყრა, სადაც გადაწყდება, ჩვენს დელეგაციას, ისე როგორც ეს გაუხარდება ჩვენი ქვეყნის მტერ ქართულ ოპოზიციას, არ დაუშვებენ PACE-ზე, თუ პირიქით – დაუშვებენ და გააგრძელებს საქართველო იმ სრულფასოვან წევრობას, რომელიც მან 90-იან წლებში მოიპოვა.“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დასცილდა ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს პოლიტიკა – მხოლოდ ღირსებით, სხვანაირად ვერ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ერთადერთი, ვინც საკუთარ ქვეყანაზე შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, ეს არის ხალხი და მის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელმაც ბოლომდე უნდა დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თუ ამას არ გააკეთებ, არ არსებობს მსოფლიოში არც ერთი ძალა, რომელიც შენს ინტერესებს, შენს მშვიდობას დაიცავს

შეიძლება, ვერ აბრუნებენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში, მაგრამ ცოტა ეკონომიკა შეაფერხეს, ცოტა სიძულვილი დათესეს, ცოტა საზოგადოება ააღელვეს, ამით უკვე კმაყოფილები არიან და ამ დავალებას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებიც 150-კაციანი ჯგუფის სახით გამოდიან რუსთაველზე