შუამავლებმა მხარეებს ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი გეგმა შესთავაზეს

კატარელმა და ეგვიპტელმა შუამავლებმა ისრაელსა და ჰამასს ღაზაში ომის დასრულების ახალი ფორმულა შესთავაზეს, – ამის შესახებ პალესტინელმა მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ხანგრძლივობის ზავს, ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ს ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ, ომის ოფიციალურ დასრულებას და ისრაელის სრულ გასვლას ღაზადან.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასის მაღალი რანგის დელეგაცია კონსულტაციებისთვის კაიროში ჩასვლას გეგმავს.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბოლო შეთანხმება ერთი თვის წინ დაირღვა, როდესაც ისრაელმა ღაზას სექტორის დაბომბვა განაახლა. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ შეთანხმების შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.