შუაგულში მაისის თვეში ბევრი ქორწილია დაგეგმილი

საღონისძიებო სივრცე შუაგულის გენერალური მენეჯერის, თეა შენგელიას განცხადებით, 2024 წელს შუაგულში წარმოუდგენლად ბევრი წვეულება დაიჯავშნა, მოთხოვნა დაბადების დღის, ნათლობის, ქორწილისა თუ ბანკეტის ღონისძიებაზე მინიმუმ 50%-ით არის გაზრდილი 2023 წელთან შედარებით.
ობიექტის მიმართ მომეტებული ინტერესი გახდა საფუძველი, რომ შუაგულში ინფრასტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს, ხდება ახალი ღია თუ დახურული საღონისძიებო სივრცეების დამატება და არსებული დარბაზების გადიდება თუ გაერთიანება.
მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ისიც მიიჩნევა, რომ შუაგულამდე მისასვლელი გზა კაპიტალურად გაკეთდა და ასფალტის საფარი დაიგო, რამაც ობიექტამდე მისვლის დრო შეამცირა და კომფორტულიც გახადა.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ გაზაფხულის სეზონი წარმოუდგენლად დატვირთულია ქორწილების მიმართულებით. მოულოდნელად ბევრი ჯავშანია შემოსული მაისის თვეში, რაც ძალიან ახარებს შუაგულის გუნდს. ვარდობისთვეს, როცა სივრცე გამწვანებული და აყვავებულია, შუაგული ლამაზ ქორწილებს დააორგანიზებს. ცრურწმენა, რომ მაისში ქორწილებს არ იხდიან, სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, გაზაფხულის ბოლო თვეს, საღონისძიებო სივრცე ბევრი საინტერესო და ზღაპრული წვეულების მასპინძელი იქნება.
https://www.facebook.com/shuaguli

მთავარი


https://maps.app.goo.gl/GsYQP2iC4QFEsJkb7