“შტურმმა” “სლოვანს” გასვლაზეც მოუგო და მერვედფინალში გავიდა

კონფერენს ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „შტურმთან“ 0:1 დამარცხდა.
გრაცულ გუნდს სახლში დამაჯერებელი გამარჯვება, 4:1 ჰქონდა მოპოვებული, სლოვაკეთშიც სძლია და მერვედფინალში გავიდა.
მასპინძელთა რიგებში გურამ კაშიამ 86-ე წუთამდე ითამაშა, ჯაბა კანკავამ შეუცვლელად, ხოლო სტუმართა გუნდში ოთარ კიტეიშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს.
სლოვანი – შტურმი 0:1
გოლი: ბიერეტი (52)
გაძევება: ბლეკმანი (90+2, სლოვანი)