რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “შტურმის” ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის დამატება ფრანგულ “მეცს” სურს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ავსტრიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეას შიკერმა გააკეთა და განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
“ეს ჭორია. ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით”, – ციტირებს შიკერის სიტყვებს Krone.
შეგახსენებთ, კიტეიშვილს “შტურმთან” მიმდინარე ხელშეკრულება ივნისის თვეში ეწურება. ქართველი ნახევარმცველი ავსტრიულ კლუბს 2018 წელს, თბილისის “დინამოდან” შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში ოთარმა გრაცელთა რიგებში 165 მატჩი გამართა, თავი კი 33 გატანილი გოლითა და 30 საგოლე
პასით გამოიჩინა.