სტიქია დასავლეთ საქართველოში. ძლიერმა შტორმმა, რომლის სიძლიერემ 8 ბალს მიაღწია განსაკურებით შავი ზღვის სანაპირო დააზარალა. მოვარდნილმა წყალმა დატბორა ბათუმის ე.წ. ახალი ბურლვარის ტერიტორია. დაზიანებულია სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა. რთულია ვიტარება ქობულეთშიც, სადაც წყალმა ახალი ბულვარის ტერიტორია დაფარა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები სამეგრელოშიც. მოსახლეობა სტიქას საკუთარი ძალებით ებრძვის და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.