შტორმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა. ინფორმაციას და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ავრცელებს:
“გორგილაძის ქუჩა იტბორება და რა ხდება ვერ გავიგე, მაღაზიებში და სახლებში რომ შევარდება მერე მოვა ყველა ალბათ თავის გასაპიარებლად.” – წერს ის.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია. წყალმა დააზიანა ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურა, სკამები და ჯიხურები. დაიტბორა ახალი ბულვარის ნაწილი, განადგურებულია სასეირნო ზოლი, ველობილიკი კი ქვიშით და ქვებითაა დაფარული. შტორმია ქობულეთსა და ანაკლიაში, სადაც ახალი ბულვარის ტერიტორია დაიტბორა.