შტეგენის უმძიმესი ტრავმა და “ბარსელონას” დიდი ანგარიშით გამარჯვება

22 სექტემბერს, კატალონიის “ბარსელონა” “ვილიარეალს” ესტუმრა და ანგარიშით 5:1 დაამარცხა. “ბლაუგრანას” შემადგენლობაში დუბლი ორმა ფეხბურთელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და რაფინიამ გაიფორმეს. გოლის გატანა ასევე ახალგაზრდა ესპანელმა, პაბლო ტორომ შეძლო. ავტორიტეტული სპორტული საიტის Sofascore-ს მიხედვით, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი 17 წლის გარემარბი, ლამინ იამალი გახდა.
“ლურჯ-ბროწეულისფერების” ლიდერმა ხსენებულ დაპირისპირებაში 1, ხოლო სეზონში უკვე მეხუთე საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც მთლიანად ლალიგას ლიდერობს, მეორე ადგილზე “ბილბაოს” განელი ნახევარმცველი, ინიაკი უილიამსი 4 ასისტით იმყოფება.
“ბარსელონამ” გამარჯვების მიუხედავათ, თამაში დიდი დანაკლისით დაასრულა. Პირველი ტაიმის მიწურულს “ბლაუგრანას” კაპიტანმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა, ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გერმანელი კიპერი 7-8 თვის განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის მიუხედავად, კატალონიელები ლალიგაში წარმატებული სვლის გაგრძელება მაინც მოახერხა და ცხრილს, 18 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ “რეალს” 4 ქულით უსწრებს. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ჰანსი ფლიკის შეგირდები 25 სექტემბერს “ხეტაფეს” უმასპინძლებენ.
თავის მხრივ, “ვილიარეალი” 11 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, “წყალქვეშა ნავები” მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, სტუმრად კატალონიურ “ესპანიოლთან” გამართავენ.

სპეციალური საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა