შტატების წარმავალმა ადმინისტრაციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ახალ ადმინისტრაციას უნდა მივახვედროთ, რომ ჩვენ პატრონებს კი არა პარტნიორებს ვეძებთ

შტატების წარმავალმა ადმინისტრაციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ახალ ადმინისტრაციას უნდა მივახვედროთ, რომ ჩვენ პატრონებს კი არა პარტნიორებს ვეძებთ
„ხალხის ძალის“ წევრი ამერიკაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შტატების ახალი ადმინისტრაცია მეტად ვერ გააფუჭებს დამოკიდებულებებს საქართველოსთან და ტრამპი და ამერიკა კი არ ცვლის სიტუაციას, არამედ ქვეყანამ თვითონ უნდა დაიწყოს პრაგმატული მოქმედებები, რათა სრულად გაანეიტრალოს უცხო გავლენები ქართულ პოლიტიკაზე. ქადაგიძის თქმით, შტატების წარმავალმა ადმინისტრაციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ახალ ადმინისტრაციას უნდა მივახვედროთ, რომ საქართველო პატრონებს კი არა პარტნიორებს ეძებს.
„ტრამპი თუ მოიგებს ჩვენთან რა შეიცვლებაო? – ყველაზე უსუსური კითხვა მგონია. ჯერ ერთი, შტატების ახალი ადმინისტრაცია ამაზე მეტად ვერ გააფუჭებს დამოკიდებულებებს საქართველოსთან და მეორე, ტრამპი და ამერიკა კი არ ცვლის ჩვენთან სიტუაციას, არამედ ჩვენ თვითონ უნდა დავიწყოთ პრაგმატული მოქმედებები, რათა სრულად გავანეიტრალოთ უცხო გავლენები ქართულ პოლიტიკაზე. პირველი – 26 ოქტომბრის არჩევნებში საჭიროა დიდი უმრავლესობა. ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაციით გამარჯვების შემდეგ, ავტომატურად თამაშ გარე მდგომარეობაში აღმოჩნდება რადიკალური ოპოზიცია, რაც მათ სრულ ფრუსტრაციასა და პოლიტიკურ დემონტაჟს გამოიწვევს.
ამას უნდა მოჰყვეს მზადება, ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივ-პოლიტიკური გასამართლებისათვის, სადაც სააკაშვილის მოღვაწეობიდან დაწყებული, დღემდე გაგრძელებული კოლექტიური ნაც-მოძრაობის მოღალატეობრივი ქმედებები, მკაცრად შეფასდება. პოლიტიკური სპექტრის სტერილიზაციასთან ერთად, ავტომატურად დისტანცირდება ყველა “აგენტოკრატი” და უცხო ქვეყნის გავლენის ბენეფიციარი ქართული პოლიტიკისგან. მეორე, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია იანვრამდე ვერ დამტკიცდება. შესაბამისად, საკმაო დროა იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები დაიწმინდოს, ხოლო ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, გავლენებისგან თავისუფალი, პოლიტიკურად მდგრადი სახელმწიფო დახვდება! შტატების წარმავალმა ადმინისტრაციამ ვერ გაითავისა, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ახალ ადმინისტრაციას უნდა მივახვედროთ, რომ ჩვენ პატრონებს კი არა პარტნიორებს ვეძებთ. ასე რომ რას შეცვლის ტრამპი ამერიკაში, არ მაინტერესებს, ჩვენ როგორ შევქმნით ეროვნულ პოლიტიკას ეგ არის მთავარი!“ – წერს ქადაგიძე.
Previous: Paris Nanterre-ის უნივერსიტეტის მაგისტრანტი ვატო ქიზიყურაშვილი “ერთიან ნეიტრალურ საქართველოს” უერთდება

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს