“შტატების მხრიდან ვითომ მეგობრული საუბარი და მეორეს მხრივ, რაღაცა დაშინება, პირიქით მოქმედებს” – გურამ მაჭარაშვილი

,,ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი:
,,უნდა ვთქვათ, რომ ერთი კონგრესმენი ვერ იღებს ამ გადაწყვეტილებას. თუ ეს იქნება ოფიციალური წინადადება შტატებიდან, ჩვენ აქამდეც გვითქვამს და ვამბობთ, რომ პარტნიორული ურთიერთობა გვინდა შეერთებულ შტატებთან. ეს პირობა შეიძლება არ ეთქვათ, იმიტომ, რომ ეს თავისთავად ჩატარდება. კიდევ ვიმეორებ, შემოთავაზება თუ იქნება ოფიციალური ასეთი შტატებიდან, იგივე სავაჭრო შეთანხმებაზე, ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ არა სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე. ბევრ შემთხვევაში, ამერიკის მხრიდან იქნება ეს თუ ევროპის მხრიდან, მცდარ ინფორმაციაზე არის ხოლმე გადაწყვეტილებები მიღებული და კარგი იქნება, თუ პირველწყაროდან იქნება მიიღებენ ინფორმაციას და ვირტუალური რეალობის ნაცვლად, რეალობას დაინახავენ. მათი მხრიდან ერთი მხრივ ვითომ მეგობრული საუბარი და მეორეს მხრივ, რაღაცა დაშინება, პირიქით მოქმედებს. ხალხი თავს სწირავდა საქართველოს ისტორიის მანძილზე დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს და როგორ შეიძლება, ამერიკის სანქციებმა ჩვენ დაგვაშინოს”.