შს მინისტრმა და ცესკოს თავმჯდომარემ, 4 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის ს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმებისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.
„თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცვლიან ყველა საჭირო ინფორმაციას და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციას გაუწევენ ერთმანეთს. საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კოორდინირებული მუშაობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ბოლო წლებია, ყოველი არჩევნების წინ ფორმდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით