შს მინისტრის მოადგილე თემურ ქათამაძის გაძევებაზე – „გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, საქართველოდან თემურ ქათამაძის გაძევება “საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით” მოხდა.
“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა -ს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია.
ასევე, დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად”, – თქვა მან ბრიფინგზე.
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე გუშინ თურქეთში გადაიყვანეს. მისი საცოლის, ნინო კაკულიას თქმით, ქათამაძეს ქალაქ ორდუში გადაიყვანენ, სადაც მასზე საქმეა აღძრული.