შსს: 9 მაისს ჭავჭავაძეზე 11 ადამიანი დავაკავეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს და მის სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს მსვლელობით, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 11 მოქალაქე დააკავა. მათგან ხუთი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ბლოგერ უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლოს მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, გამოძიება დაწყებულია კიბერდანაშაულის მიმართულებითაც. უჩა აბაშიძე ორთაჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ევროკომისიის წერილზე – ერთადერთი „კოზირი“, რაც აქვთ დარჩენილი, არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და რა გზით? – ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით