4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ დემონსტრაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აქციის ორგანზატორებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონით დადგენილ ფარგლებს:
“საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში.
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, – ნათქვამია -ს 4 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის იმართება, რომელსაც ბოიკოტს უცხადებს 8 ოპოზიციური პარტია.
არჩევნების პარალელურად თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. მოქალაქეები 16.00 საათზე აპირებენ შეკრებას რუსთაველის გამზირზე. დაგეგმილია საპროტესტო მარშიც თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლორა თორნტონი: “ქართული ოცნება” ღიად ეძახის ჩინეთსა და ირანს თავის მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. მაგალითად, არის ფოტო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ჰამასის” გვერდით დგას

თამაზაშვილი: სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ფართოდაა გავრცელებული ირაკლის სატელეფონო საუბრის ფაბრიკაციის-ფაბრიკაცია, რომელიც უკანონოდ იქნა მოპოვებული და დამონტაჟებული 2012 წლის საარჩევნო პერიოდში