– 3 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე 22 პირია დაკავებული

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 3 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 პირი დააკავა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი – ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა. 28 ნოემბრიდან თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას