შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ზვიად ხარაზიშვილს წლების წინ ქირურგიული ოპერაცია აქვს მხარზე ჩატარებული და პერიოდულად იტარებს შემოწმებას, ასევე განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ ხარებამ “ვარჯიშის დროს დაზიანება მიიღო”.
ამით ხსნის შსს ხარებას ავერსის კლინიკაში ყოფნას.
“გავრცელდა სხვადასხვა სახის ცრუ ინფორმაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე წლის წინ, ჩატარებული აქვს ქირურგიული ოპერაცია მხარზე და პერიოდულად იტარებს გეგმიურ შემოწმებას. ასევე, ვარჯიშის დროს, მან მიიღო დაზიანება, რის გამოც ავერსის კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე”- აცხადებენ შსს-ში.
დღეს ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება ავერსის კლინიკაში იმყოფებოდა.
ფორმულამ დეტალების გადამოწმება კლინიკაში სცადა, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტის პირად მონაცემებს ვერ გასცემენ.
კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ირაკლი გახოკიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ხარაზიშვილმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო.
თავდაპირველად ხარებას კლინიკაში ყოფნასთან დაკავშირებით ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა.