შსს: ცოლისა და ორი თანასოფლელი კაცის მკვლელობისთვის დაკავებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა კაცი, რომელსაც სამი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად.
გუშინ, 28 აგვისტოს გავრელდა ინფორმაცია, რომ კახეთში, გურჯაანის რაიონში ახალგაზრდა კაცმა ცოლი და ორი თანასოფლელი მოკლა. ამის შემდეგ, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაცის დაკავებასთამ ერთად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენლ მკვლელობას, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”