ჩამსხვრეულ ფანჯრებში და პოლიციის შენობის დარბევისთვის სასჯელად 5 დღიანი ციხე

ს პოლიციის პირველ განყოფილებას თავს დაესხნენ, პოლიციელებს აგინეს და განყოფილების ინვენტარიც დაამტვრიეს. დაზიანებები შენობას დღესაც ეტყობა, თუმცა, ტვ პირველის ცნობით, საქმე მხოლოდ ადმინისტრაციულად აღიძრა და სამივე თავდამსხმელი ხუთ დღეში გაათავისუფლეს, რადგან თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი პოლიციის მაღალი თანამდებობის პირის ნათესავია.
ის, რომ პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა, მედიასთან ადასტურებს ამავე განყოფილების უფროსი ირაკლი გორილაძეც.
იყო მსგავსი ფაქტი, რომლებიც დაკავებულები იქნენ, შესახლებული იქნენ იზოლატორში. სამართალწარმოება დაიწყო, სასამართლომ მიუსაჯა 5 დღით პატიმრობა. იყო სამი პიროვნება ნასვამ მდგომარეობაში, რომლებიც ადილზევე იქნენ დაკავებული და სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, – ეუბნება “პირველებს” გორგილაძე, თუმცა ვერ პასუხობს კითვას, რატომ მიესაჯათ თავდამსხმელებს მხოლოდ 5 დღიანი პატიმრობა იმ ფონზე, როცა მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო 2 წლით პატიმრობა ემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ ინდიცენტი, მედიის ცნობით, 1 თვის წინ მოხდა, –ს განცხადება ამ ფაქტზე არ გაუვრცელებია.
უცნობია ისიც, რატომ ვერ და ან არ ცვლის დაზიანებულ ფანჯარებს შსს და საფრთხეს უქმნით ამით როგორც თანამშრომლებს, ასევე მოქალაქეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პიტერ სიიარტო – კახა კალაძემ არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით – ვთხოვ, თუ აქვს დრო, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ლექციები ჩაუტაროს